ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმთა გუნდს!

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენისას ექიმმა უნდა ჩაატაროს: პაციენტის ანამნეზის დეტალური შესწავლა და პაციენტის კლინიკური გასინჯვა (სარძევე ჯირკვლების პალპაცია); შეაფასოს პაციენტის რადიოლოგიური კვლევების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) შედეგები; ჩაატაროს ძუძუში არსებული წარმონაქმნის მსხვილნემსიანი (ე.წ. Core) ბიოფსია, საჭიროების შემთხვევაში (იღლიის გადიდებული ლიმფური კვანძების არსებობისას) – წვრილნემსიანი ბიოფსია. აღნიშნული, სამ-შემადგენლიანი კვლევით (ე.წ. „სამმაგი შეფასება“) შესაძლებელია ძუძუს კიბოს დიაგნოზის დაგდენა 99% […]

რა ძირითადი სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?

კვანძოვანი წარმონაქმნი ძუძუში; დვრილიდან გამონადენი; დვრილის რეტრაქცია (ჩაბრუნება); ძუძუს დვრილ-არეოლური კომპლექსის ზომის, ფორმის, კონტურის, მდებარეობის, ფერის ნებისმიერი სახის ცვლილება; კანის საფარველის ცვლილება – peau’d orange, წყლული, ვენების დილატაცია, სატელიტები; ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – სისტემური ანთების ნიშნების გარეშე (შეშუპებით-ინფილტრაციული ძუძუს კიბოს დროს); რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება; ზედა კიდურის შეშუპება; და ბოლოს: შორეულ ორგანოთა მეტასტაზური დაზიანების კლინიკური […]

რა ვიცით ძუძუს მემკვიდრული კიბოს გენეტიკის შესახებ?

მემკვიდრულ წინასწარგანწყობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გენების მუტაცია: BRCA1 – გენი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის სუპრესორულ გენს, მისი მუტაცია ვლინდება ძუძუს მემკვიდრული კიბოს მქონე პაციენტების 40%-ში. მუტაცია ასოცირებულია შემდეგი ლოკალიზაციის სიმსივნეებთან: საკვერცხე მსხვილი ნაწლავი პროსტატა ამ გენის მუტაციის მქონე სუბიექტებს ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეადგენს 65-85%. ამ გენის მუტაციის შემთხვევაში, ძუძუს კიბო ხასიათდება: დიფერენცირების […]

რა კავშირია ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეებსა და ძუძუს კიბოს შორის?

ძუძუს ყველაზე ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა ფიბროადენომა! ფიბროადენომა, როგორც წესი, არ ხასიათდება ძუძუს კიბოს წარმოშობის მოჭარბებული რისკით! რა არის ფილოიდური ფიბროადენომა? ფილოიდური, ანუ ფოთლისებრი ფიბროადენომა – ძუძუს კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა განიცადოს მალიგნიზაცია და გარდაიქმნეს ფილოიდურ ავთვისებიან სიმსივნედ, ფილოიდურ სარკომად! რას ნიშნავს მასტოპათია? მასტოპათია – კრებითი ტერმინია, რომელიც აერთიანებს ძუძუ თითქმის ყველა კეთილთვისებიანი მიმდინარეობის დაავადებას! ძუძუს […]

ძუძუს კიბოს რისკებს ამცირებს

ძუძუს კიბოს წარმოშობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონები. ენდოგენური (ანუ ორგანიზმში გამომუშავებული) ჰორმონების კონცენტრაციის მატება და რაც ყველაზე მთავარია, ამ ჰორმონების ე.წ. სამიზნე ორგანოებზე (მათ შორის სარძევე ჯირკვლებზე) ზემოქმედების (ანუ ექსპოზიციის) დრო/ხანგრძლივობა – ძუძუს კიბოს რისკის პირდაპირპროპორციულია.   ძუძუს კიბოს რისკს ზრდის: ▪️პირველი მენსტრუაცია ადრეულ ასაკში (ადრეული მენარქე) და რეგულარული მენსტრუალური ციკლის გვიანი შეწყვეტა […]

პაციენტი ქეთევან რეხვიაშვილი

„ბატონო ირაკლი ! მადლობა უფალს რომ ჩემი ექიმი ხართ! ჩემი გადამრჩენელი , თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ და შესაძლებლობა მომეცით ამ დილით შვილისთვის წარმატებული სასწავლო წელი მესურვებია. თქვენ შესაძლებლობა მომეცით ჩემს საყვარელ პოზიტიურ სტუდენტებთან  და მოსწავლეებთან მუშაობა  ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა , თქვენი სიტყვების დავიჯერე: „ მომენდე, წამომყევი და შარშანწინდელი თოვლივით დაგავიწყებ ამ ტკივილსო”!  ღმერთმა უმრავლოს საქართველოს […]

პაციენტი თინათინ ნებიერიძე

„ექიმი თუ ხარ უნდა იყო ისეთი, რომ ერთი შეხედვით შეგეძლოს ადამიანის მონუსხვა, ასეთი სათნო, ლმობიერი, თბილი ადამიანი არის მცოდნე თავისი სპეციალობის, ონკოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, გადამარჩინა და მომაბრუნა იმ ქვეყნიდან. მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვალდებული ვარ, მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი ექიმის მიმართ, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ადამიანების გადასარჩენად! „ – თქვენი […]