TIDE პროგრამა – მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია ონკოპაციენტ ქალბატონებში
ფრანგული კომპანია LATTICE MEDICAL ონკოპაციენტ ქალბატონებს, სრულიად უფასოდ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ TIDE საერთაშორისო პროგრამაში და ჩაიტარონ მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია. პროგრამა მოიცავს მკერდის რეკონსტრუქციას 3D ბეჭდვის ტექნიკით შექმნილი ინოვაციური MATISSE ბიოპროთეზით, რაც უზრუნველყოფს მკერდის ბუნებრივ, მარტივ და ერთჯერად ქირურგიულ რეკონსტრუქციას. პროგრამა განკუთვნილია – ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ერთ ეტაპად იტარებენ მასტექტომიას და […]