4 თებერვალი კიბოს საერთაშორისო დღეა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – „კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა“ ეს არის წლევანდელი წლის სლოგანი. კიბოს მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, დაავადების შესახებ ინფორმირებულობისა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად ადამიანებისთვის კიბოსგან გამოწვეული ზიანის შემცირება. კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებოთ, ექიმების, პაციენტების, მედიის და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.