ჯანდაცვის მერვე საერთაშორისო კონფერენცია

2023 წლის 3 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ჯანდაცვის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრაზე მოხსენებებს წარადგენენ ექიმები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან. კონფერენციის პირველ სესიას – “პერსონალიზირებული მედიცინა ონკოლოგიაში ” უხელმძღვანელებს პროფესორი ირაკლი კოხრეიძე (პროფესორ ალექსი ბაიდოშვილთან ერთად) , რომელიც წარსდგება მოხსენებით აქტუალურ თემაზე: “იღლიის ლიმფადენექტომია ძუძუს კიბოს დროს: […]