ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, თბილისის მერის მრჩევლის გენდერის საკითხებში, ნინო ბურძენიძის, ინიციატივით საერთაშორისო კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ვარკეთილის მედიათეკაში შეხვედრა გაიმართა. ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მამოლოგი, ონკო-პლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. შეხვედრაზე ნათია ფანჯიკიძემ დიაგნოზის დაძლევის შიშსა და […]