სენტინელური ლიმფური კვანძის ბიოფსია – პაციენტის გზამკვლევი
რა არის სენტინელური ლიმფური კვანძი? ლიმფური სისტემა არის სხეულის ბუნებრივი სადრენაჟო და დამცავი ქსელი. ძუძუს კიბოს დროს სიმსივნური უჯრედები პირველადად ვრცელდება ამ სისტემით და დასაწყისში ხვდებიან იღლიის ფოსოს ერთ ან რამდენიმე ლიმფურ კვანძში, რომელთაც ჩვენ სენტინელურ (პირველ ბარიერულ) ლიმფურ კვანძებს ვუწოდებთ. სწორედ ამ კვანძის/კვანძების გამოკვლევა გვაძლევს ინფორმაციას: • გავრცელდა თუ არა დაავადება, • და რამდენადაა […]