მემკვიდრულ წინასწარგანწყობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გენების მუტაცია:
BRCA1 – გენი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის სუპრესორულ გენს, მისი მუტაცია ვლინდება ძუძუს მემკვიდრული კიბოს მქონე პაციენტების 40%-ში. მუტაცია ასოცირებულია შემდეგი ლოკალიზაციის სიმსივნეებთან:
- საკვერცხე
- მსხვილი ნაწლავი
- პროსტატა
ამ გენის მუტაციის მქონე სუბიექტებს ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეადგენს 65-85%.
ამ გენის მუტაციის შემთხვევაში, ძუძუს კიბო ხასიათდება:
- დიფერენცირების დაბალი ხარისხით – GII-GIII;
- ესტროგენ და პროგესტერონ-რეცეპტორების ნეგატიურობით – ER/PR – neg;
- HER2/neu – ნეგატიურობით;
- ვლინდება ახალგაზრდა ასაკში;
- ხშირად ბილატერალურია, ანუ დაავადება ლოკალიზებულია ორივე სარძევე ჯირკვალში.
BRCA2 გენი
- ძუძუს მემკვიდრული კიბოს 30% -ში გვხვდება აღნიშნული გენის მუტაცია.
ამ გენის მუტაცია ვლინდება:
- მამაკაცის ძუძუს კიბოს შემთხვევაში;
- საკვერცხის კიბოს დროს;
- პროსტატის კიბოს დროს;
- ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი ამ გენის მუტაციისას აღწევს 40-85%;
- Tp53 – აუტოსომურ-დომინანტური, სიმსივნის სუპრესორული გენია;
- ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი = 100%;
- ასოცირებულია – ლი-ფრაუმენის სინდრომთან.
სხვა გენები, რომელთა მუტაცია განაპირობებს ძუძუს მემკვიდრული კიბოს წარმოშობას:
- PTEN
- CHK2
- MSM2/MLM1