ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი დაარსდა 2021 წელს. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის თსსუ-ის პროფესორს, მედიცინის დოქტორს, ონკოპლასტიკურ ქირურგს, ექიმ-მამოლოგს ბატონ ირაკლი კოხრეიძეს, ხოლო კლინიკის ექსკლუზიური დიზაინი და არქიტექტურა – გამოჩენილ ქართველ არქიტექტორს, ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის ნამდვილ წევრს, ბატონ დავით ცუცქირიძის.
ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი მდებარეობს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, მის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში – ვერაზე, მრგვალ ბაღსა და კეკელიძის ხიდს შორის მდებარე ისტორიული შენობის II სართულზე, ვასილ ბარნოვის N80-ში.

ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის
უპირატესობები
-
კლინიკის ექიმების დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება;
-
სხვადასხვა დარგის ექსპერტი-პროფესიონალების გუნდი;
-
სამედიცინო მომსახურეობის გარანტირებულად პრემიუმ ხარისხი;
-
საჭიროების ან პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციით, „მეორე აზრის“ მოსმენის შესაძლებლობა;
-
ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის მოხერხებული სისტემა;
-
განმეორებით ამბულატორიულ ვიზიტზე ჩაწერის და შეხსენების კომფორტული კონცეპტი;
-
თანამედროვე აპარატურა;
-
სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულებისას - უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი;
-
ცენტრის მყუდრო გარემო, სასიამოვნო ინტერიერი, მშვიდი ატმოსფერო და პაციენტის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული, თავაზიანი და ყურადღებიანი პერსონალი;
-
სამედიცინო მომსახურეობის მრავალფეროვნება, ტრანსპარანტული ტარიფები, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების შეუზღუდავი შესაძლებლობა;
-
კონფიდენციალობა და პაციენტის პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა მკაცრი დაცვა.
ცენტრის ღირებულებები
-
მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული საერთაშორისო გამოცდილება;
-
აკადემიურობა;
-
მუდმივი პროფესიული განვითარება და მისი ხელშეწყობა;
-
ინდივიდუალური, პერსონალიზებული მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში;
-
პაციენტის კომფორტსა და დაცულობაზე მუდმივი ზრუნვა;
-
პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და პასუხისმგებლობის უპირობო დაცვა.


ცენტრის მისია
-
პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
-
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პრინციპებით ოპერირება;
-
ამ პრინციპების მუდმივი დაცვა და მათი პოპულარიზაცია.