პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:
ხშირად გეუბნებიან: „არ ინერვიულოთ, კეთილთვისებიანია!“
თუმცა იცოდით, რომ ზოგი კეთილთვისებიანი ცვლილება ძუძუს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის?
მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის დაავადებათა შორის – უმრავლესობა კეთილთვისებიანი პათოლოგიაა, ზოგიერთ მათგანს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
 
ეს დაზიანებები დაყოფილია 3 კატეგორიად:
 
1. არაპროლიფერაციული დაზიანებები (მაგ. კისტები)
→ ძუძუს კიბოს რისკი არ მატულობს ან უმნიშვნელოდ მატულობს
2. პროლიფერაციული დაზიანებები ატიპიის გარეშე
(მაგ. პაპილომები, ადენოზი)
→ 1.5–1.9-ჯერ გაზრდილი რისკი
3. ატიპიური ჰიპერპლაზია
(მაგ. ატიპიური ლობულური და სადინაროვანი ჰიპერპლაზია)
→ 3–5-ჯერ გაზრდილი რისკი
განსაკუთრებული დაზიანებები:
 
• Flat epithelial atypia — მიეკუთვნება ატიპიური დაზიანებების კატეგორიას, თუმცა უჯრედული ჰიპერპლაზიის გარეშე.
→ რისკი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება
• ატიპიური ლობულური ჰიპერპლაზია — რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ატიპიური სადინაროვანი ჰიპერპლაზიის დროს
• Lobular carcinoma in situ (LCIS) – ყველაზე მაღალი რისკის მარკერი
→ კიბოს განვითარების რისკი იზრდება 8–10-ჯერ
ამ დაზიანებების მქონე პაციენტებში ძუძუში კიბოს განვითარების რისკი, განსაკუთრებით მაღალია დიაგნოზიდან დადგენიდან პირველი 5 წლის განმავლობაში.
#ძუძუსკიბო #პრევენცია #კეთილთვისებიანი#ონკოპროფილაქტიკა