ძუძუს კიბოს წარმოშობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონები.

ენდოგენური (ანუ ორგანიზმში გამომუშავებული) ჰორმონების კონცენტრაციის მატება და რაც ყველაზე მთავარია, ამ ჰორმონების ე.წ. სამიზნე ორგანოებზე (მათ შორის სარძევე ჯირკვლებზე) ზემოქმედების (ანუ ექსპოზიციის) დრო/ხანგრძლივობა – ძუძუს კიბოს რისკის პირდაპირპროპორციულია.

 

ძუძუს კიბოს რისკს ზრდის:

▪️პირველი მენსტრუაცია ადრეულ ასაკში (ადრეული მენარქე) და რეგულარული მენსტრუალური ციკლის გვიანი შეწყვეტა (გვიანი მენოპაუზა);

▪️ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (განსაკუთრებით >50წწ.) ასაკის ქალებში;

 

ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს:

▪️რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზება <35 წლამდე ასაკში;

▪️ძუძუთი კვება (ლაქტაცია) 1 წლამდე;

▪️მრავალშვილიანობა – ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს!

ქალის ინდივიდუალური თავისებურებებიდან, ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორებად უნდა გამოვყოთ:

▪️სხეულის ჭარბი წონა, რაც ზრდის მენოპაუზაში კიბოს წარმოშობის რისკს;

▪️აგრეთვე ძუძუს ე.წ. მაღალი მამოგრაფიული სიმკვრივე.

გარემო (ფიზიკური) ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაიონიზებელი რადიაცია – რომელიც ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკს მკვეთრად ზრდის!

გახსოვდეთ – ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!

ინფორმირებულობა, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად – დაავადების დამარცხების გარანტიაა!