2023 წლის 20-24 ოქტომბერს ქ.მადრიდში (ესპანეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.
კონგრესში აქტიური მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად, საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა ქართველ ემიგრანტებთან და ისაუბრა ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.