2023 წლის 31 მარტს „კარაპს მედლაინის“ და ,,ევექსი ჰოსპიტლების’’ ონკო-ბორდის ორგანიზებით „კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი, ქვეყანაში დანერგილი თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა და დარგის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო გეგმების შემუშავება გახლდათ.
ღონისძიების ოფიციალურად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა: კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ გენერალური დირექტორი ნინო კუტალაძე.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
- პათოლოგოანატომი, კლინიკური პათოლოგი, ციფრული და კომპიუტერული პათოლოგიის სპეციალისტი, „ევექს-ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის ბორდის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსი ბაიდოშვილი, თემით – „მნიშვნელოვანი სიახლეები ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში’’;
- ივანე კილაძე – კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ევექსის ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის ბორდის წევრი, მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თემით – ,,2022 წლის სიახლეები ძუძუს კიბოს მკურნალობაში’’;
- ნანა ჩიხლაძე – კლინიკური ონკოლოგი, კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ სიმსივნეთა მედიკამენტური მკურნალობის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თემით – ,,საინტერესო კლინიკური შემთხვევები ონკოლოგიაში’’;
- ლიკა კაცელაშვილი – კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, თემით – ,,ძუძუს კიბოს იმუნოთერაპია’’;
- ქეთევან შენგელაია – მეან-გინეკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თემით – ,,ანდროგენული რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები საკვერცხისა და ძუძუს ეპითელურ სიმსივნეებში და მათი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვანუჯრედულ მახასიათებლებთან’’;
- ირაკლი კოხრეიძე – კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, „ევექსის ჰოსპიტლების“ ონკოლოგიის ბორდის წევრი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თემით – ,,ცვლილებები ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში’’’
- ანა მაზანაშვილი – ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი, კავკასიის ონკოსაზოგადოება “Hope”-ის დამფუძნებელი, თემით – ,,ფსიქო-სოციალური ასპექტები და ცხოვრების ხარისხი ონკოპაციენტებში’’
კონფერენციას, „კარაპს მედლაინის“ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი და თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კოხრეიძე უძღვებოდა.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.