• სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების მკურნალობაში, რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობას, უმნიშვნელოვანესი პროგნოზული და პრედიქტიული ფაქტორია.
• როგორც ცნობილია, სარძევე ჯირკვლიდან ლიმფოდრენაჟის ყველაზე ხშირ ლოკაციას, იღლიის ლიმფური კვანძები წარმოადგენს.
• ძუძუდან ლიმფა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სიმსივნურ უჯრედებს, დასაწყისში ხვდება იღლიის იმ ლიმფურ კვანძში/კვანძებში, რომელსაც ჩვენ მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგ, სენტინელურ (Sentinel) ლიმფურ კვანძს/კვანძებს ვუწოდებთ.
• ამ ანატომიური სტრუქტურების დაზიანების შეფასებისათვის, რასაც აქსილარული სტადირება ეწოდება მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგი, სენტინელური (Sentinel) ლიმფური კვანძის/კვანძების აღმოჩენით, მისი/მათი ბიოფსიით და ჰისტომორფოლოგიური შესწავლით შესაძლებელია რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, რაც შემდგომში ჩასატერებელი მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს.
• თანამდეროვე მონაცემები ცხადყოფს, რომ ძუძუს ადრეული სტადიის სიმსივნეების შემთხვევაში – რეგიონული ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება იშვიათია და ამ დროს ე.წ. ტოტალური აქსილარული ლიმფადენექტომიის (იღლიის ლიმფური კვანძების სრული ამოკვეთა) ჩატარება არ აუმჯობესებს გამოჯანმრთელების მაჩვენებლებს და შესაძლოა გახდეს ისეთი პოსტოპერაციული გართულებების მიზეზი, როგორიცაა ხანგრძლივი ლიმფორეა, ზედა კიდურში მოძრაობის და მგრძნობელობის სხვადასხვა ხარისხის დარღვევა, ზედა კიდურის შეშუპება (სპილოვნების ჩათვლით), სხვადასხვა სახის ინფექციები და სხვა.
• მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგი, სენტინელური (Sentinel) ლიმფური კვანძის/კვანძების აღმოჩენის მიზნით გამოიყენება ვიტალური საღებავები, რადიოაქტიური საშუალებები და/ან მათი კომბინაცია. აღნიშნულ მეთოდების უარყოფითი ეფექტებად დასახელებულია: ვიტალური საღებავების გამოყენებისას – ანაფილაქსიური რეაქციების და კანის ნეკროზის მაღალი სიხშირე, ხოლო რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებისას – პაციენტზე, მის გარშემომყოფებზე და სამედიცინო პერსონალზე რადიაციულ დატვირთვა.

მანიპულაციის არსი, მისი მოკლე აღწერა, ჩვენებები, ტექნიკა:

• მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგი, სენტინელური (Sentinel) ლიმფური კვანძის/კვანძების ვიზუალიზაციის ეფექტურ და აბსოლუტურად უსაფრთხო ალტერნატივას – მაგნეტიკური ლოკალიზაციის მეთოდი წარმოადგენს;
• ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სადიაგნოსტიკო საშუალებას, რომლის მეშვეობით ხდება ლიმფური კვანძების აღმოჩენა – რკინის სუპერპარამაგნიტური ოქსიდი (SPIO, ბრენდული სახელწოდება – Magtrace, ადრინდელი სახელწოდება Sienna) ეწოდება.
• სარძევე ჯირკვალში რკინის სუპერპარამაგნიტური ოქსიდის შემცველი ხსნარის შეყვანის შემდეგ, ლიმფოდრენაჟით, პრეპარატის უმცირესი ნაწილაკები ხვდება მოსაზღვრე, სასიგნალო, გუშაგ, სენტინელურ (Sentinel) ლიმფურ კვანძში/კვანძებში, რომელთა მაგნეტიზებული ნაწილაკების აღქმა ხდება შესაბამისი დეტექტორის მეშვეობით.