თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა.
ქალბატონებს, ხშირად უჩნდებათ კითხვა, რომელი მეთოდი არის უმჯობესი ძუძუს პათოლოგიების გამოსავლენად – მამოგრაფია თუ ექოსკოპია?
- მამოგრაფია – ეს არის ძუძუს დიაგნოსტიკის უსწრაფესი მეთოდი, რომელის დროსაც გამოიყენება რენტგენის სხივები. მედიცინაში კვლევის სიზუსტე 95% -ია .
- მამოგრაფიის უპირატესობებია: უმაღლესი ხარისხის გამოსახულება; დიაგნოზის უმაღლესი სანდოობა; სურათები სხვადასხვა რაკურსიდან; ადრეული არასასურველი სიმსივნური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია. მამოგრაფიული კვლევა შესაძლოა ჩატარდეს წელიწადში 1-ჯერ, გამონაკლის შემთხვევის გარდა.
- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია – ეს არის უვნებელი და უმტკივნეულო პროცესი, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება. დიაგნოსტიკა ხდება სპეციალური ულტრაბგერითი სკანერით.
ექოსკოპიის უპირატესობებია: აბსოლუტური უვნებლობა; კვლევა ხდება რეალურ დროში; რბილი ქსოვილების მაღალი ხარისხის გამოსახულება; შეისწავლის რეგიონურ ლიმფურ ზონებს; სარძევე ჯირჯვლების პათოლოგიების გამოვლენა.
მაშ ასე, დიაგნოსტიკური მეთოდი განისაზღვრება მხოლოდ ექიმის მიერ.