2025 წლის 8-9 მარტს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის ორგანიზებით, სასტუმროში „ვილა მოსავალი“ ჩატარდა მასშტაბური, მრავალდარგობრივი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.

აკრედიტებული კონფერენციის ფარგლებში, განხილულ იქნა გასტროინტესტინური ტრაქტის ონკოლოგიურ დაავადებათა სხივური და მორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ქირურგიის, ქიმიო-სხივური თერაპიის თანამედროვე მიღწევები.