გინეკოლოგია

გინეკოლოგია გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის რეპროდუქციულ სისტემას – საკვერცხეების, ფალოპის მილების, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, სასქესო ბეგეების და ქალის გარეთა სასქესო ორგანოების დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრში კონსულტაციას გაგიწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი გამოკვლევა, იგივე ექოსკოპია, რადიოლოგიის ერთ-ერთი სახეა,რომელიც გულისხმობს ორგანოთა და რბილ ქსოვილთა გამოკვლევას ულტრაბგერითი ტალღებით. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. სწორი და დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს დაავადების წარმატებულ მკურნალობას.  განყოფილება აღჭურვილია პრემიუმ კლასის, ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი  ულტრაბგერითი დიაგოსტიკის აპარატით.

მამოლოგია

მამოლოგია მამოლოგია (მასტოლოგია) მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) დაავადებათა განვითარებას, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მამოლოგიური გამოკვლევა გულისხმობს პაციენტის ჩივილების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, რასაც ანამნეზის შეკრება ჰქვია, სარძევე ჯირკვლების დათვალიერებას და მათ პალპაციას. კვლევის შედეგთა საფუძველზე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა ჩასატარებელი დამატებითი გამოკვლევები; ძუძუს დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სარძევე ჯირკვლების ინსტრუმენტული კვლევის ისეთი […]