მამოლოგია

მამოლოგია (მასტოლოგია) მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) დაავადებათა განვითარებას, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
მამოლოგიური გამოკვლევა გულისხმობს პაციენტის ჩივილების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, რასაც ანამნეზის შეკრება ჰქვია, სარძევე ჯირკვლების დათვალიერებას და მათ პალპაციას.
კვლევის შედეგთა საფუძველზე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა ჩასატარებელი დამატებითი გამოკვლევები;
ძუძუს დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სარძევე ჯირკვლების ინსტრუმენტული კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა:

  • სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა (ექომამოგრაფია);
  • სარძევე ჯირკვლების რენტგენოლოგიური კვლევა (რენტგენმამოგრაფია);
  • დიაგნოსტიკისათვის, ასევე იყენებენ ინსტრუმენტული კვლევების სხვა მეთოდებს – ბიოფსიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ძვლოვანი ჩონჩხის სკანირებას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას და სხვა.