შეიძლება თუ არა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსიის არ ჩატარება ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მქონე პაციენტებში?
პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:
“INSEMA რანდომიზებულმა კვლევით, რომელშიც ~5000 პაციენტი მონაწილეობდა დადგინდა, რომ 5-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებლები იმ ჯგუფში სადაც არ ტარდებოდა მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსია იყო იგივე, რაც იმ პაციენტთა კონტინგენტში, რომელთაც ჩაუტარდათ აღნიშნული ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია!
მნიშვნელოვანი შენიშვნა: პაციენტების უმეტესობას ჰქონდა T1(ადრეული) ძუძუს კიბო.
შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ქირურგიული ჩარევების მსგავსი მინიმალიზაცია, ჯერ არ წარმოადგენს სტანდარტს. საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგების ანალიზი.”