2024 წლის 3-4 თებერვალს ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ჩატარდა სომხეთის ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და მოხესენებით – “De-escalation of surgical treatment of breast cancer: Where are we now” წარდგა თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
კონფერენციაზე განიხილეს ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.
კონგრესის ფარგლებში, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ძუძუს კიბოს ქირურგიული კონსორციუმის (Central-Eastern European Breast Cancer Surgical Consortium) პრეზიდენტმა მატრაი ზოლტანმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები და კონსორციუმში საქართველოს გაწევრიანების საკითხები, ძუძუს კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპების იმპლემენტაციის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ კონსორციუმის პრეზიდენტმა სრული მზაობა გამოხატა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.