ძუძუს ბიოფსია ინვაზიური სადიაგნოსტიკო მეთოდია, რომელიც დაავადების ციტოლოგიური (უჯრედულ დონეზე) ან მორფოლოგიური (ქსოვილის დონეზე) ვერიფიკაციის (დადგენის) საშუალებას იძლევა.

რა გზით მოიპოვება მასალა ციტოლოგიური ან მორფოლოგიური დიაგნოზის დასადგენად?

  • პალპირებადი წარმონაქმნების შემთხვევაში – ე.წ. Free hand
  • არაპალპირებადი წარმონაქმნების შემთხვევაში – ულტრაბგერის, ან რენტგენოლოგიური (სტერეოტაქსისი) კონტროლით, აგრეთვე ბიოფსია მამოტომის მეშვეობით – Mammotome-assisted biopsy

ბიოფსიის რა მეთოდები არსებობს?

განასხვავებენ:

  • წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას – Fine Needle Aspiration (FNA)
  • მსხვილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას – CORE biopsy
  • ინციზიურ ბიოფსიას
  • ექსციზიური ბიოფსიას