2022 წლის 9-10 დეკემბერს დაბა შეკვეთილში (სასტუმრო “პარაგრაფი”), კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეგიდით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ ჩატარდა.
კონფერენციაზე მოხსენებით – „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები“ წარსდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგიულ ონკოლოგიაში, Evex-ჰოსპიტლების მამოლოგიის მიმართულების კოორდინატორი, კლინიკა 𝐂𝐚𝐫𝐚𝐩𝐬𝐌𝐞𝐝𝐥𝐢𝐧𝐞 – ის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.