2025 წლის 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის, Caraps Medline, Vian/MOB ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “თბილისის ძუძუს კიბოს კონფერენცია 2025: მიღწევები ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში”, რომელიც მიეძღვნა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების 107-იან ისტორიას.
კონფერენციაზე დასწრება და მასში მონაწილეობა იყო უფასო და მას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) 6 ქულა.
კონფერენციამ აქტიური დისკუსიის ფორმატში ჩაიარა და მრავალრიცხოვანი დადებითი გამოხმაურება ჰპოვა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონფერენციის ყველა ორგანიზატორს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ ალექსანდრე ბუაჩიძეს, ვიცე-რექტორს – პროფესორ სოფიო ბახტაძეს, რექტორის აპარატის უფროსს – ქალბატონ ირინე კაპეტივაძეს, უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს უზარმაზარი შრომისა და გაწეული დახმარებისათვის. ასევე, კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლებს, სესიათა მოდერატორებს, კონფერენციის მსმენელებს საინტერესო შეხვედრისათვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ სპონსორებს: AstraZeneca, Novartis, Roche, GEA, IPGroup InnoTeam, CBS Global და Zandra, ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის. იმედს ვიტოვებ, “თბილისის ძუძუს კიბოს კონფერენცია” ამ დარგში მოღვაწე ქართველი და საერთაშორისო სპიკერებისათვის ყოველწლიური შეხვედრის ადგილი იქნება და მრავალ სიახლეს შესთავაზებს ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ამ ვერაგი დაავადების დამარცხების გზაზე“– განაცხადა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ“