პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:
“წონა და ძუძუს კიბო – ყველაფერი ისე მარტივად არ არის!
წარმოადგენს თუ არა სხეულის ჭარბი წონა ყოველთვის რისკს? – არა!
ყველაფერი დამოკიდებულია ასაკსა და მენოპაუზურ სტატუსზე:
რეპროდუქციული და პრემენოპაუზური ასაკის ქალებში – ზომიერ სიმსუქნეს შესაძლოა დამცავი ეფექტიც ჰქონდეს!
ხომ უცნაურია? აღმოჩნდა, რომ:
• ექსპერიმენტში, ცხიმოვანი ქსოვილი აჩქარებდა ძუძუს ქსოვილის დიფერენციაციას;
• მაღალი BMI ასევე ამცირებდა IGF-1-ის დონეს და ანელებდა უჯრედულ ზრდას — რაც კიბოს რისკს აქვეითებს;
Postmenopausal ქალებში კი ვითარება მკვეთრად იცვლება:
– ყოველი 5 kg/m²-ით BMI-ის ზრდა დაკავშირებულია ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს განვითარების 12%-ით გაზრდილ რისკთან
რატომ?
ცხიმოვანი ქსოვილი მოქმედებს როგორც “ესტროგენების დეპო”;
– ინსულინის, IGF-ისა და ლეპტინის დისბალანსი ასტიმულირებს უჯრედულ პროლიფერაციას, ამავე დროს TNF-α, IL-6 და CRP დონე იზრდება, რაც ხელს უწყობს კარცინოგენეზს.
ფიზიკური აქტივობა = ძუძუს კიბოსგან დაცვას!
ძუძუს კიბოს განვითარების 7–17%–ით ნაკლები რისკი – მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი იმოძრაოთ!
კვლევები აჩვენებს:
– Premenopausal ქალებში ინტენსიური აქტივობა ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 17%-ით
– Postmenopausal ასაკში კი ეს რისკი მცირდება 13–21%-ით
რატომ?
ვარჯიში:
✔ ”წვავს”ცხიმს;
✔ არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს;
✔ ამცირებს ინსულინსა და ქრონიკულ ანთებას;
✔ აძლიერებს იმუნურ სისტემას.
საკმარისია მხოლოდ:
➤ კვირაში 150 წუთი ზომიერი სიარული ან
➤ 75 წუთი აქტიური დატვირთვა
…და თქვენი სხეული თავად დაიწყებს დაცვას!