„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა” .

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე მოხსენებით – “ძუძუს კიბო, ფაქტები და გამოწვევები, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა” წარდგა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში ოქტომბრის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კამპანიები, კონფერენციები და შეხვედრები.

გახსოვდეთ – ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ინფორმირებულობა, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად – დაავადების დამარცხების გარანტიაა!