ძუძუთი კვება – პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი ახორციელებს UNICEF პროექტს 2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მამოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე, ტრავმებსა და დვრილის ტკივილის/დისკომფორტის საკითხებზე, ასევე, ძუძუს ყველაზე ხშირ ანთებით დაავადებაზე – მასტიტზე, მისი წარმოშობის მიზეზებსა და მკურნალობის პრინციპებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩანაწერი […]

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“

2022 წლის 9-10 დეკემბერს დაბა შეკვეთილში (სასტუმრო “პარაგრაფი”), კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეგიდით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ ჩატარდა. კონფერენციაზე მოხსენებით – „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები“ წარსდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგიულ ონკოლოგიაში, Evex-ჰოსპიტლების მამოლოგიის მიმართულების კოორდინატორი, კლინიკა 𝐂𝐚𝐫𝐚𝐩𝐬𝐌𝐞𝐝𝐥𝐢𝐧𝐞 […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე იმყოფებოდა

2022 წლის 15-17 დეკემბერს ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია MNB 2022 – Aesthetic Breast Meeting, რომელიც ეძღვნებოდა სარძევე ჯირკვლის ესთეტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. საერთაშორისო კონგრესს ხელმძღვანელობდა პროფესორი მაურიციო ბრუნო ნავა. მოწვეული სპიკერები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები: ალბერტო რანკატი (არგენტინა); ნიკოლა როკო (იტალია); ფედერიკო მეიო (ესპანეთი); როი დე ვიტა (იტალია); მუსტაფა […]

ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი’’ წარდგენილია კარაპს მედლაინის მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

ექიმის პროფესია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვასთან ერთად, ახალი თაობისთვის საკუთარი ცოდნის, გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წარმოგიდგენთ ,,სიცოცხლის ელჩები 2022-ის’’ ნომინანტ ვიდეოს ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი“. ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი’’ წარდგენილია კარაპს მედლაინის მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე