2022 წლის 15-17 დეკემბერს ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია MNB 2022 – Aesthetic Breast Meeting, რომელიც ეძღვნებოდა სარძევე ჯირკვლის ესთეტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.

საერთაშორისო კონგრესს ხელმძღვანელობდა პროფესორი მაურიციო ბრუნო ნავა. მოწვეული სპიკერები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები: ალბერტო რანკატი (არგენტინა); ნიკოლა როკო (იტალია); ფედერიკო მეიო (ესპანეთი); როი დე ვიტა (იტალია); მუსტაფა ჰამდი (ბელგია); დენის ჰამონდი (აშშ); პოლ ჰარისი (დიდი ბრიტანეთი); პაოლო მონტემურო (იტალია); სტეფანო პომპეი (იტალია); კონსტანტინ სტანი (რუმინეთი); ბერენდ ვან დერ ლეი (ნიდერლანდები) და პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის პატრიარქები – ფოდ ნაჰაი (აშშ) და პატრიკ მაქსველი (აშშ).

კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ძუძუს აუგმენტაციის (გადიდების), რედუქციის (დაპატარავების), მასტოპექსიის (პტოზის კორექციის) ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ოპერაციების ჩვენებები, უკუჩვენებები, ქირურგიული ტექნიკა, გართულებები და მათი პრევენციის გზები.

პროგრამა ჩამოტვირთეთ აქ