მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ პროფესორი, მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი ირაკლი კოხრეიძე:

“ქალს ხშირად არა აქვს შესაძლებლობა, რომ დაუთმოს დრო საკუთარ ჯანმრთელობას, რაც ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ღირებული რამ არის.
მე მინდა ვთხოვო ჩვენს ქალბატონებს, ჩვენს დედებს, ჩვენს ბებიებს, ჩვენს დებს, ჩვენს მეუღლეებს – აუცილებლად მივიდნენ სკრინინგ ცენტრებში, ჩაიტარონ მაღალკვალიფიციური კონსულტაციები, ჩაიტარონ ძალიან ეფექტური სადიაგნოსტიკო მანიპულაციები.
ძუძუს კიბო შეიძლება დაუდგინდეს ყოველ მერვე ქალს!
ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბო აბსოლუტურად განკურნებადი პათოლოგიაა.
საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდება ასიმპტომურ სუბიექტებს 40 – დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს არის აბსოლუტურად უფასო! სახელმწიფო აფინანსებს უკვე მრავალი წელიწადია!
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სკრინინგით, თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი ჯანმრთელობა. და თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ფასეულია არამარტო თქვენთვის, არამედ თქვენი უახლოესი ადამიანებისთვის და ექიმებისთვის! ამიტომ გთხოვთ, მიბრძანდით დროზე, ჩაიტარეთ სკრინინგული გამოკვლევები და იყავით ჯანმრთელად!”

ვიდეო მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაავადებათა კონტროლის და “საზოგადიებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან” და ა(ა) იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან” თანამშრომლობით