ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმთა გუნდს!
ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენისას ექიმმა უნდა ჩაატაროს: პაციენტის ანამნეზის დეტალური შესწავლა და პაციენტის კლინიკური გასინჯვა (სარძევე ჯირკვლების პალპაცია); შეაფასოს პაციენტის რადიოლოგიური კვლევების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) შედეგები; ჩაატაროს ძუძუში არსებული წარმონაქმნის მსხვილნემსიანი (ე.წ. Core) ბიოფსია, საჭიროების შემთხვევაში (იღლიის გადიდებული ლიმფური კვანძების არსებობისას) – წვრილნემსიანი ბიოფსია. აღნიშნული, სამ-შემადგენლიანი კვლევით (ე.წ. „სამმაგი შეფასება“) შესაძლებელია ძუძუს კიბოს დიაგნოზის დაგდენა 99% […]