2026 წლის 21–22 მაისს, ქალაქ ალმატიში (ყაზახეთი), გაიმართა საერთაშორისო ონკოლოგიური კონფერენცია „Best of ESMO Kazakhstan 2026“, რომელიც ონკოლოგიის სფეროს წამყვან სპეციალისტებს, მკვლევრებსა და კლინიცისტებს აერთიანებდა.
კონფერენციაზე სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. ღონისძიების ფარგლებში მან მონაწილეებს გაუზიარა თანამედროვე ონკოლოგიის მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება.
„Best of ESMO Kazakhstan 2026“ წარმოადგენს ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) საგანმანათლებლო ინიციატივის ნაწილს და მიზნად ისახავს ონკოლოგიის სფეროში უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და კლინიკური რეკომენდაციების ფართო პროფესიული აუდიტორიისთვის გაზიარებას.