ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა
2023 წლის 7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია […]