2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ.ასტანაში (ყაზახეთი) ჩატარდა ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც სექციის თავმჯდომარის და მომხსენებლის სტატუსით წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

პროფესორ ირაკლი კოხრეიძის მოხსენება ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს დროს იღლიის ფოსოს ლიმფურ კვანძებზე ზედაზოგვითი ქირურგიული ჩარევების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. კონფერენციის მიმდინარეობისას, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ძუძუს კიბოს დროს ქირურგიული ჩარევების დე-ესკალაციის ტაქტიკა და მნიშვნელობა.