სიახლე ძუძუს კიბოს მკურნალობაში!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: “რიბოციკლიბი (კისქალი) ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში: პროგრესი ძუძუს დრეული სტადიის ძუძუს კიბოს მკურნალობაში უკვე დადასტურებულია. რიბოციკლიბი ახანგრძლივებს სიცოცხლეს ძუძუს ჰორმონპოზიტიური, HER2 ნეგატიური, მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. კვლევის საგანს წარმოადგენდა რიბოციკლიბის ეფექტურობის გამოვლენა ძუძუს არამეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში. სამწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ რიბოციკლიბი ჰორმონულ თერაპიასთან ერთად ზრდის გადარჩენადობის მაჩვენებელს და ამცირებს დაავადების რეციდივირების რისკს […]

რატომ არის მნიშვნელოვანი გენეტიკური ტესტირება!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე: როდესაც ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 35 წლამდე ასაკში უდგინდება, ყველა ასეთ შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციაა, ჩატარდეს გენეტიკური ტესტირება — მაგალითად, BRCA1 და BRCA2 მუტაციებზე. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ბევრ ახალგაზრდა ქალს ეს კვლევა არ უტარდება. წინამდებარე კვლევამ შეისწავლა, რამდენად ხშირად მიმართავდნენ 35 წლამდე ასაკის ქალები ლაბორატორიებს, რათა ჩატარებულიყო გენეტიკური ტესტირება. რა შეისწავლეს მკვლევრებმა? მათ […]

13th International Breast Symposium Düsseldorf – აპრილი 2025

2025 წლის 4–5 აპრილს დიუსელდორფში (გერმანია), ისტორიულ Areal Böhler-ის სივრცეში გაიმართა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ძუძუს ონკოლოგიისა და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში – 13th International Breast Symposium Düsseldorf (IBSD). სიმპოზიუმის ფარგლებში, წამყვანი ადგილი ეკავა ე.წ. Live Surgery Day, სადაც ერთდროულად მიმდინარეობდა 8 ოპერაცია სამ განსხვავებულ საოპერაციო დარბაზში – Breast & Body Beauty ქირურგიის უახლესი მიდგომების დემონსტრირებით. პროფესორ ი.სიხარულიძესთან […]

ძუძუს კიბო და იმუნოთერაპია – ირაკლი კოხრეიძე

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? “ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალებში ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმსივნეა. ბოლო წლებში მეცნიერები ცდილობენ ახალი მეთოდების პოვნას, რომ მკურნალობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. რა არის ახალი? ერთ-ერთი ახალი და იმედის მომცემი მიდგომაა იმუნოთერაპია – მკურნალობა, რომელიც ააქტიურებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ეხმარება მას თავად შეებრძოლოს სიმსივნეს. რას იკვლევენ მეცნიერები? არსებობს კონკრეტული მოლეკულები (ე.წ. […]