ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენისას ექიმმა უნდა ჩაატაროს:
- პაციენტის ანამნეზის დეტალური შესწავლა და პაციენტის კლინიკური გასინჯვა (სარძევე ჯირკვლების პალპაცია);
- შეაფასოს პაციენტის რადიოლოგიური კვლევების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) შედეგები;
- ჩაატაროს ძუძუში არსებული წარმონაქმნის მსხვილნემსიანი (ე.წ. Core) ბიოფსია, საჭიროების შემთხვევაში (იღლიის გადიდებული ლიმფური კვანძების არსებობისას) – წვრილნემსიანი ბიოფსია.
აღნიშნული, სამ-შემადგენლიანი კვლევით (ე.წ. „სამმაგი შეფასება“) შესაძლებელია ძუძუს კიბოს დიაგნოზის დაგდენა 99% სიზუსტით!
გახსოვდეთ – ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!
ინფორმირებულობა, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად – დაავადების დამარცხების გარანტიაა!