საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი ახორციელებს UNICEF პროექტს 2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მამოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებს ამომწურავ ინფორმაციას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე, ტრავმებსა და დვრილის ტკივილის/დისკომფორტის საკითხებზე, ასევე, ძუძუს ყველაზე ხშირ ანთებით დაავადებაზე – მასტიტზე, მისი წარმოშობის მიზეზებსა და მკურნალობის პრინციპებზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩანაწერი მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი.