ფრანგული კომპანია LATTICE MEDICAL ონკოპაციენტ ქალბატონებს, სრულიად უფასოდ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ TIDE საერთაშორისო პროგრამაში და ჩაიტარონ მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია.

პროგრამა მოიცავს მკერდის რეკონსტრუქციას 3D ბეჭდვის ტექნიკით შექმნილი ინოვაციური MATISSE ბიოპროთეზით, რაც უზრუნველყოფს მკერდის ბუნებრივ, მარტივ და ერთჯერად ქირურგიულ რეკონსტრუქციას.

პროგრამა განკუთვნილია – ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ერთ ეტაპად იტარებენ მასტექტომიას და მკერდის რეკონსტრუქციას ან ონკოპაციენტები, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკერდის რეკონსტრუქცია და სურთ ძველი იმპლანტის ჩანაცვლება ახლით.

MATISSE იმპლანტი დამზადებულია ბიოაბსორბირებადი მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც იძლევა საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილებით რეკონსტრუქციის საშუალებას. იმპლანტაციის შემდეგ ქსოვილი ბუნებრივად აღდგება 6 თვის განმავლობაში და ამავდროულად, თავად იმპლანტი ქრება.

რეკონსტრუქციის მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად იქნებიან ჩვენი ქართველი და ფრანგი მკვლევარები. ოპერაცია ჩატარდება თბილისის ერთ-ერთ ქირურგიულ ცენტრში ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად. კლინიკიდან გაწერის შემდეგ, თქვენ მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით ორი წლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს თქვენზე ზრუნვას სრულიად უსაფრთხო პირობებში.

ამდენად, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც ასევე ტარდება საფრანგეთსა და ესპანეთში და რომლის მიზანია თქვენი ფიზიკური მთლიანობის აღდგენა უფრო ბუნებრივად, გრძელვადიან პერსპექტივაში, უცხო სხეულის იმპლანტაციის გარეშე.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, 2023 წლის 2 თებერვლამდე გთხოვთ მიმართოთ “ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრს”.

მისამართი: თბილისი, ვასილ ბარნოვის ქ. #80