ძუძუს კიბო შეიძლება განუვითარდეს 11 ქალიდან 1-ს! მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უმრავლესობა ძუძუს შენარჩუნების კანდიდატია, უკანასკნელ წლებში მასტექტომიის (ანუ ძუძუს მოკვეთის) მსურველთა რაოდენობა მთელს მსოფლიოში იზრდება!

აღნიშნული, ერთის მხრივ – დაავადების დაბრუნების შიშით, ხოლო მეორეს მხრივ – რეკონსტრუქციული ოპერაციების ტექნიკური ნიუანსების სრულყოფით და ერთმომენტიანი ოპერაციის შესრულების შესაძლებლობით აიხსნება!  მაგ: აშშ-ში, იმ ქალთა უმრავლესობას, რომელთაც უტარდებათ ძუძუს ამპუტაცია, ასევე ერთ მომენტად უტარდებათ ძუძუს აღდგენა! ეს მაჩვენებლები უკანასკნელი წლების განმავლობაში დრამატულად გაიზარდა: 25%-დან 63%-მდე!

ძუძუს მოკვეთის შემდგომი რეკონსტრუქცია – ონკოლოგიური პოზიციიდან აბსოლუტურად უსაფრთხოა!  ძუძუს მოკვეთის შემდგომი რეკონსტრუქცია – პაციენტების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხრივ, ერთმნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათი სიცოცხლის ხარისხს!  ძუძუს რეკონსტრუქცია შესაძლოა ჩატარდეს საკუთარი ქსოვილებით, ქსოვილოვანი ექსპანდერების ან იმპლანტების გამოყენებით!” – პროფესორი ირაკლი კოხრეიძე