2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”.
სემინარში სესიების მოდერატორისა და მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
სემინარის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის საკითხები. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები აშშ- დან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ სესიაზე მოხსენებებით, ასევე, წარსდგნენ რეზიდენტები და დამწყები ექიმები.