2025 წლის 22 ივნისს Novartis Pharma-ს ორგანიზებით გაიმართა ძუძუს ჰორმონდამოკიდებული ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია – “HR+HER2 – ადრეული ძუძუს კიბოს ადიუვანტური თერაპიის ოპტიმიზაციის ასპექტები”.

კონფერენციაზე, მულტიდისციპლინური ონკობორდის წევრის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც კონფერენციის საპატიო სტუმართან, პროფესორ ნადია ჰარბეკთან (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი) ერთად დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ჰორმონდამოკიდებული ძუძუს ადრეული კიბოს თანამედროვე თერაპიული სტრატეგიები, მათ შორის:
– მკურნალობის ინდივიდუალიზაცია;
– რისკის სტრატიფიკაცია და გადაწყვეტილების მიღება ბიომარკერებზე დაყრდნობით;
– ონკობორდის როლი და კოლექტიური გადაწყვეტილებების ძალა.

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე მადლობას უხდის კოლეგებს საინტერესო დისკუსიისა და საერთო მიზნისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიღებას.