2025 წლის 19 სექტემბერს თბილისში გაიმართა რეპროდუქტოლოგთა რიგით მე-20 საერთაშორისო კონგრესი.

კონგრესის ფარგლებში, სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, რომელმაც კოლეგებს ორსულობასთან ასოცირებული ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა.

“კონგრესი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, საერთაშორისო აუდიტორიას გავუზიარე უახლესი მტკიცებულებები და პრაქტიკული გამოცდილება ამ რთულ და მნიშვნელოვან საკითხზე” – განაცხადა პროფესორმა.

ირაკლი კოხრეიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და საკუთარი მოხსენების წარდგენის შესაძლებლობისთვის, ასევე – თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.