2026 წლის 31 მაისს, თბილისში გაიმართა ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენცია – GIMPHA, რომელიც ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებსა და კლინიკური პრაქტიკის წარმომადგენლებს აერთიანებდა.

კონფერენციაზე პროფესორი ირაკლი კოხრეიძე მიწვეული იყო სპიკერისა და სექციის თანათავმჯდომარის სტატუსით.
კონფერენციის ფარგლებში პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „იცვლება თუ არა მიდგომა: რჩება თუ არა აქსილარული ლიმფადენექტომია სტანდარტად cN(+) სტატუსის პაციენტებში?“.

მოხსენება შეეხებოდა ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას — აქსილარული ქირურგიის თანამედროვე დეესკალაციას, მოსაზღვრე-სასიგნალო (სენტინელური) ლიმფური კვანძის ბიოფსიის შესაძლებლობებს და ინდივიდუალიზებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობას ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მართვაში.
მოხსენებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ონკოლოგიური ქირურგიის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები, რომელთა მიზანია მკურნალობის ეფექტიანობის შენარჩუნება, პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და არასაჭირო ქირურგიული ჩარევების შემცირება.