„ემპათია აუცილებელი ნიშან-თვისებაა, განსაკუთრებით ექიმებისთვის. შეუძლებელია, ექიმი ზედმეტი ემოციებით ხვდებოდეს გარკვეულ საკითხებს. ეს ჩვევები ადამიანს ან აქვს, ან არა. როდესაც ადამიანი პროფესიას ირჩევს, იქნება ეს ქირურგია თუ ზოგადად სამედიცინო საქმიანობა, ამ თვისებებს ძალიან კარგად აცნობიერებს. თუ ეს თვისებები არ აქვს, სჯობს, ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდოს” – მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.