- lizi_content
- 0 Comments
ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია
2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“
- lizi_content
- 0 Comments
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“
სასტუმრო „პარაგრაფში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა. “ჯანსაღი ქალაქის” კონცეპციის ფარგლებში, პანელზე განხილულ იქნა ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი პრევენციის მნიშვნელობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
- lizi_content
- 0 Comments
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”
2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”. სემინარში სესიების მოდერატორისა და მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. სემინარის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის საკითხები. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა დარგის […]
- lizi_content
- 0 Comments
საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“
2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც წარადგინა ორი მოხსენება – “გენომური კვლევების როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ და “ქირურგიული მკურნალობის მიდგომები ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მენეჯმენტში“.
- lizi_content
- 0 Comments
პროფესორი ირაკლი კოხრეიძე – ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
პროფესორი ირაკლი კოხრეიძე – ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
- lizi_content
- 0 Comments
ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2024 წლის 3-4 თებერვალს ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ჩატარდა სომხეთის ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და მოხესენებით – “De-escalation of surgical treatment of breast cancer: Where are we now” წარდგა თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციაზე განიხილეს ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონგრესის ფარგლებში, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ცენტრალური და […]
- lizi_content
- 0 Comments
პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”
თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”