პროფესორი ირაკლი კოხრეიძე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე იმყოფებოდა

2022 წლის 15-17 დეკემბერს ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია MNB 2022 – Aesthetic Breast Meeting, რომელიც ეძღვნებოდა სარძევე ჯირკვლის ესთეტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. საერთაშორისო კონგრესს ხელმძღვანელობდა პროფესორი მაურიციო ბრუნო ნავა. მოწვეული სპიკერები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები: ალბერტო რანკატი (არგენტინა); ნიკოლა როკო (იტალია); ფედერიკო მეიო (ესპანეთი); როი დე ვიტა (იტალია); მუსტაფა […]

ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი’’ წარდგენილია კარაპს მედლაინის მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

ექიმის პროფესია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვასთან ერთად, ახალი თაობისთვის საკუთარი ცოდნის, გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წარმოგიდგენთ ,,სიცოცხლის ელჩები 2022-ის’’ ნომინანტ ვიდეოს ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი“. ნომინაციაში ,,წლის მასწავლებელი’’ წარდგენილია კარაპს მედლაინის მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს ქირურგიული მკურნალობის სტანდარტები

ირაკლი კოხრეიძე ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს ქირურგიული მკურნალობის სტანდარტები პროტოკოლი (ეფუძნება NCCN Guidelines Version 4. 2022) ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს (DCIS) პირველადი მკურნალობა მიზანი – ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს პირველადი მკურნალობის მიზანს წარმოადგენს დაავადების ინვაზიურ კიბოდ პროგრესირების პრევენცია. დაავადების მართვის შესაძლო სტრატეგია: ძირითადი პოსტულატები – ძუძუს არაინვაზიური სადინაროვანი კიბოს პირველადი მკურნალობა გულისხმობს მასტექტომიას ან ორგანოს […]

მამოგრაფია თუ ექოსკოპია?

თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა. ქალბატონებს, ხშირად უჩნდებათ კითხვა, რომელი მეთოდი არის უმჯობესი ძუძუს პათოლოგიების გამოსავლენად – მამოგრაფია თუ ექოსკოპია? მამოგრაფია – ეს არის ძუძუს დიაგნოსტიკის უსწრაფესი მეთოდი, რომელის დროსაც გამოიყენება რენტგენის სხივები. მედიცინაში კვლევის სიზუსტე 95% -ია . მამოგრაფიის […]

თვის ექიმი – ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

იხილეთ ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძეს ინტერვიუ ჟურნალში „ოჯახის მკურნალი“ თემა – „ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები“ იხილეთ ინტერვიუ  

რა არის ბიოფსია?

ძუძუს ბიოფსია ინვაზიური სადიაგნოსტიკო მეთოდია, რომელიც დაავადების ციტოლოგიური (უჯრედულ დონეზე) ან მორფოლოგიური (ქსოვილის დონეზე) ვერიფიკაციის (დადგენის) საშუალებას იძლევა. რა გზით მოიპოვება მასალა ციტოლოგიური ან მორფოლოგიური დიაგნოზის დასადგენად? პალპირებადი წარმონაქმნების შემთხვევაში – ე.წ. Free hand არაპალპირებადი წარმონაქმნების შემთხვევაში – ულტრაბგერის, ან რენტგენოლოგიური (სტერეოტაქსისი) კონტროლით, აგრეთვე ბიოფსია მამოტომის მეშვეობით – Mammotome-assisted biopsy ბიოფსიის რა მეთოდები არსებობს? განასხვავებენ: […]

რა უნდა იცოდეს პაციენტმა თავისი დაავადების შესახებ?

პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული დაავადების რაობის, მისი მიმდინარეობის, დიაგნოსტიკის აუცილებელი მეთოდების ერთობლიობის, მკურნალობის და შესაძლო გამოსავლის შესახებ; ინფორმაცია პაციენტს მიეწოდება მშვიდ და კომფორტულ გარემოში; ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ პაციენტს მიეწოდება მისთვის გასაგებ ენაზე, სპეციალური სამედიცინო ტერმინების გამოყენებისაგან მაქსიმალურად თავის არიდებით; პაციენტის ინფორმირებისას, ისევე როგორც მისი დაავადების მართვისას უმნიშვნელოვანესია კომუნიკაციური უნარ-ჩვევების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება; დაუშვებელია […]

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმთა გუნდს!

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენისას ექიმმა უნდა ჩაატაროს: პაციენტის ანამნეზის დეტალური შესწავლა და პაციენტის კლინიკური გასინჯვა (სარძევე ჯირკვლების პალპაცია); შეაფასოს პაციენტის რადიოლოგიური კვლევების (ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია) შედეგები; ჩაატაროს ძუძუში არსებული წარმონაქმნის მსხვილნემსიანი (ე.წ. Core) ბიოფსია, საჭიროების შემთხვევაში (იღლიის გადიდებული ლიმფური კვანძების არსებობისას) – წვრილნემსიანი ბიოფსია. აღნიშნული, სამ-შემადგენლიანი კვლევით (ე.წ. „სამმაგი შეფასება“) შესაძლებელია ძუძუს კიბოს დიაგნოზის დაგდენა 99% […]

რა ძირითადი სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?

კვანძოვანი წარმონაქმნი ძუძუში; დვრილიდან გამონადენი; დვრილის რეტრაქცია (ჩაბრუნება); ძუძუს დვრილ-არეოლური კომპლექსის ზომის, ფორმის, კონტურის, მდებარეობის, ფერის ნებისმიერი სახის ცვლილება; კანის საფარველის ცვლილება – peau’d orange, წყლული, ვენების დილატაცია, სატელიტები; ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – სისტემური ანთების ნიშნების გარეშე (შეშუპებით-ინფილტრაციული ძუძუს კიბოს დროს); რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება; ზედა კიდურის შეშუპება; და ბოლოს: შორეულ ორგანოთა მეტასტაზური დაზიანების კლინიკური […]

რა ვიცით ძუძუს მემკვიდრული კიბოს გენეტიკის შესახებ?

მემკვიდრულ წინასწარგანწყობას განაპირობებს შემდეგი ძირითადი გენების მუტაცია: BRCA1 – გენი, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის სუპრესორულ გენს, მისი მუტაცია ვლინდება ძუძუს მემკვიდრული კიბოს მქონე პაციენტების 40%-ში. მუტაცია ასოცირებულია შემდეგი ლოკალიზაციის სიმსივნეებთან: საკვერცხე მსხვილი ნაწლავი პროსტატა ამ გენის მუტაციის მქონე სუბიექტებს ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეადგენს 65-85%. ამ გენის მუტაციის შემთხვევაში, ძუძუს კიბო ხასიათდება: დიფერენცირების […]