საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”

2023 წლის 17-18 ნოემბერს ქ. თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, გინეკოლოგიური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”. კონფერენციაზე მოხსენებით „De-escalation of surgery in breast cancer patients” წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელიც  ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ეტაპებს, მასშტაბური ქირურგიული ჩარევების შემცირების ლოგიკურ დასაბუთებას […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

2023 წლის 7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია […]

ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ.ასტანაში (ყაზახეთი) ჩატარდა ყაზახეთის ონკოლოგთა და რადიოლოგთა IX საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც სექციის თავმჯდომარის და მომხსენებლის სტატუსით წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. პროფესორ ირაკლი კოხრეიძის მოხსენება ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს დროს იღლიის ფოსოს ლიმფურ კვანძებზე ზედაზოგვითი ქირურგიული ჩარევების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. კონფერენციის მიმდინარეობისას, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ძუძუს კიბოს დროს ქირურგიული ჩარევების დე-ესკალაციის […]

ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი

2023 წლის 20-24 ოქტომბერს ქ.მადრიდში (ესპანეთი) ჩატარდა ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. კონგრესში აქტიური მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად, საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა ქართველ ემიგრანტებთან და ისაუბრა ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

 ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, თბილისის მერის მრჩევლის გენდერის საკითხებში, ნინო ბურძენიძის, ინიციატივით საერთაშორისო კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ვარკეთილის მედიათეკაში შეხვედრა გაიმართა. ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მამოლოგი, ონკო-პლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. შეხვედრაზე ნათია ფანჯიკიძემ დიაგნოზის დაძლევის შიშსა და […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტიზე – Vian Healthcare Summit

Vian ჰოსპიტლების ონკოლოგიის ბორდის წევრი, მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტიზე – Vian Healthcare Summit წარდგა მოხსენებით: “ძუძუს კიბოს ლოკო-რეგიონული მკურნალობა თანამედროვე შეხედულებათა ჭრილში”. წევრობა: ▪️ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოება (ESMO) – სრული წევრი; ▪️საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ექსპერტი ქირურგიული ონკოლოგიის დარგში; ▪️EURAMA – სრული […]

ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა” . დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოხსენებით – “ძუძუს კიბო, ფაქტები და გამოწვევები, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა” წარდგა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. ძუძუს კიბოს ცნობადობის […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”    

საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO

2023 წლის 13-14 ივლისს, ქ.ალმათიში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია Best of ASCO, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს. კონფერენცია, აკადემიკოსს დილარა კაიდაროვასთან ერთად, გახსნა და მოხსენებით წარსდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც. შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება […]