ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“

სასტუმრო „პარაგრაფში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი  სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა. “ჯანსაღი ქალაქის” კონცეპციის ფარგლებში, პანელზე განხილულ იქნა ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი პრევენციის მნიშვნელობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”

2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”. სემინარში სესიების მოდერატორისა და მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. სემინარის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის საკითხები. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა დარგის […]

საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“

2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც წარადგინა ორი მოხსენება – “გენომური კვლევების როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ და “ქირურგიული მკურნალობის მიდგომები ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მენეჯმენტში“.

ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 3-4 თებერვალს ქ. ჯერმუკში (სომხეთი) ჩატარდა სომხეთის ონკოლოგთა IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და მოხესენებით – “De-escalation of surgical treatment of breast cancer: Where are we now” წარდგა თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციაზე განიხილეს ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონგრესის ფარგლებში, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ და ცენტრალური და […]

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”

თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა! მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე სტუმრად გადაცემაში – “შენი დილა”  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2023 წლის 4 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. ,,თქვენი ხმა ევროპას! იმედი მაქვს ყველამ მოაწერეთ ხელი მიმართვას. ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა დღეს თქვენთან […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მეორე ზეპირი მოსმენა

2023 წლის 20 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის […]