ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“