“ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის” პირველი მასტერკლასი ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრში

2024 წლის 30 ნოემბერს ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა “ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის” პირველი მასტერკლასი. მასტერკლასს წარუძღვა ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის ექიმი, ესთეტიკური გინეკოლოგი თამუნა ბურჯანაძე. მასტერკლასის ფარგლებში, ქალბატონმა თამუნამ ჩაატარა სხვადასხვა ინექციური პროცედურები, მათ შორის: – ბოტოქსის პროცედურები; – ტუჩის აუგმენტაცია; – სახის და ყელის ბიორემოდელირება; – დარღვეული ოვალის მოდელირება; – […]

საერთაშორისო ფორუმი BREASTANBUL 2024

2024 წლის 10-12 ოქტომბერს ქ. სტამბოლში (თურქეთი) ჩატარდა ყოველწლიური, მასშტაბური, საერთაშორისო ფორუმი BREASTANBUL 2024, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.  

კონფერენცია – ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მულტიდისციპლინური მართვა

2024 წლის 5 ოქტომბერს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის ორგანიზებით, კურორტ საირმეში ჩატარდა კონფერენცია (სემინარი) – “ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მულტიდისციპლინური მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ქ. ალმატაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

2024 წლის 29 – 30 აგვისტოს ქ.ალმატაში (ყაზახეთი) გაიმართა საერთაშორისო, აკრედიტირებული კონფერენცია Best of ASCO, რომელიც ეძღვნებოდა ძუძუსა და გინეკოლოგიური კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს. კონფერენციაზე მომხსენებლის და სექციის თავმჯდომარის სტატუსით წარსდგა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

პაციენტი მარიამ ბოცვაძე – მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ სტუმრად პროფესორ ირაკლი კოხრეიძესთან

პაციენტი მარიამ ბოცვაძე – მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ სტუმრად პროფესორ ირაკლი კოხრეიძესთან

ევროპის ქირურგთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20-22 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით (ESS) რიგით 26-ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სექციის თავმჯდომარისა და მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“

სასტუმრო „პარაგრაფში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი  სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიმართა. “ჯანსაღი ქალაქის” კონცეპციის ფარგლებში, პანელზე განხილულ იქნა ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი პრევენციის მნიშვნელობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”

2024 წლის 24-26 მაისს მულტიდისციპლინური ონკოლოგიის ბორდის, GIMPHA-ს, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კრიატინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ქ.თელავში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “იშვიათი შემთხვევები ონკოლოგიაში”. სემინარში სესიების მოდერატორისა და მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე. სემინარის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის საკითხები. სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა დარგის […]

საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“

2024 წლის 17-18 მაისს, ქ. ალმატაში (ყაზახეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ონკორენესანსი 2024“, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სპიკერისა და სექციის თავმჯდომარის სტატუსით, მიწვეული იყო პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც წარადგინა ორი მოხსენება – “გენომური კვლევების როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში“ და “ქირურგიული მკურნალობის მიდგომები ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს მენეჯმენტში“.