ძუძუს ყველაზე ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა ფიბროადენომა! ფიბროადენომა, როგორც წესი, არ ხასიათდება ძუძუს კიბოს წარმოშობის მოჭარბებული რისკით!
რა არის ფილოიდური ფიბროადენომა?
- ფილოიდური, ანუ ფოთლისებრი ფიბროადენომა – ძუძუს კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა განიცადოს მალიგნიზაცია და გარდაიქმნეს ფილოიდურ ავთვისებიან სიმსივნედ, ფილოიდურ სარკომად!
რას ნიშნავს მასტოპათია?
- მასტოპათია – კრებითი ტერმინია, რომელიც აერთიანებს ძუძუ თითქმის ყველა კეთილთვისებიანი მიმდინარეობის დაავადებას!
ძუძუს კიბოდ გარდაქმნის რისკი აქვთ ქალებს:
- გენეტიკური წინასწარგანწყობით;
- ძუძუს კიბოს ანამნეზით – ანუ ამ დაავადების უკვე გადატანილი ისტორიით;
- საკვერცხის კიბოს ანამნეზით;
- ისეთი ცვლილებებით სარძევე ჯირკვლებში, რომლებიც ხასიათდება უჯრედების ე.წ. ატიპიური გამრავლებით (ჰიპერპლაზიით).
გვახსოვდეს, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!