2023 წლის 3 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ჯანდაცვის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრაზე მოხსენებებს წარადგენენ ექიმები, როგორც საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.

კონფერენციის პირველ სესიას – “პერსონალიზირებული მედიცინა ონკოლოგიაში ” უხელმძღვანელებს პროფესორი ირაკლი კოხრეიძე (პროფესორ ალექსი ბაიდოშვილთან ერთად) , რომელიც წარსდგება მოხსენებით აქტუალურ თემაზე: “იღლიის ლიმფადენექტომია ძუძუს კიბოს დროს: კი, თუ არა?”

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ