2023 წლის 20 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – თემატური მოკვლევის ჯგუფმა ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მეორე ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სამედიცინო სფეროს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე, ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხებზე, თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვასა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.